შაბათის სკოლის მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური!

 ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

12 მაისს კომაროვის სკოლაში „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართება.

ოლიმპიადა დაიწყება 10:00 საათზე (რეგისტრაცია ადგილზევე დაიწყება 09:00 საათზე).

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ შაბათის სკოლის მე-6 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვეს 14 ან მეტი ქულა და შედეგებით მოხვდნენ ასეულში ან გაიმაორეს მეასე მოსწავლის შედეგი (116 მოსწავლე).

ოლიმპიადის პირველ ტურთან დაკავშირებული და ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/akwxQ

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ